კლასის დამრიგებლის დებულება

განხილულია
№1პედსაბჭოს სხდომაზე 07.092016წ.
„ვამტკიცებ“ შ.პ.ს. „ოქროს აკვანი“ კერძოსკოლის დირექტორი /მ. მიქაძე/
ბრძანება №02/148 07. 09. 2016
კლასის დამრიგებლის დებულება
მუხლი 1. ზოგადინაწილი:
1.სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი, მათ კანდიდატურებს დირექტორთან წარადგენს მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, რის შემდეგაც ხდება მათი დამტკიცება პედსაბჭოს სხდომაზე.
მუხლი 2. დამრიგებლის მიზანია:
დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში, უნდა უვითარდებოდეს მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებაზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილის პოვნაში და სახელმწიფოს წინაშე უფლება – მოვალეობების გააზრებაში. დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: სრულფასოვანი აღზრდა, მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა, მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად,საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემის მოგვარებაში. მოსწავლეთა ინტერესები დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს და მათი ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ნდობას
მუხლი3. დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობებია:
ზრუნვა ჯანსაღი საკლასო გარემოს შექმნისათვის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე 15 წუთის ადრე სკოლაში გამოცხადება, მოსწავლეთა მიღებისა და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მათი გაცილების ორგანიზაცია; მოსწავლეთ სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზების ოპერატიულად დადგენა. საჭირეობეის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება; მშობლების დაუყოვნებლივ ინფორმირება თუ მოსწავლის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა; მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის შესახებ მშობლის ოპერატიულად შეტყობინება და მისი სკოლაში დაბარება; სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევასაგნების მასწავლებლებთან ერთად. საკლასო ჟურნალის აკურატულად წარმოების უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს შენახვაზე პასუხისმგებლობა; მშობლებთან მუშაობა, შვილის სწავლა-აღზრდის მდგომარეობისა და მიღწევების სისტემატიურად გაცნობა, სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მშობელთა კრების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან რეგულარული თანამშრომლობა; აღმზრდელი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მშობელს აწვდის ინდივიდუალურად ინფორმაციას (სპეციალური ფორმატით) მოსწავლის აკადემუირი მოსწრებისა და რეიტინგის შესახებ; მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება, საკლასო კონფლიქტების დარეგულირება; მოსწავლეთა ინტერესებისა და თავისებურებების გათვალისწინებით მათთან აღმზრდელობითი მუშაობა; საგნის მასწავლებლებთან ერთად ზრუნვა ნიჭიერ მოსწავლეთა გამოსავლენად და მათთან მუშაობა; დირექციასთან შეთანხმებით სასწავლო ექსკურსიების ორგანიზაცია; საკლასო დოკუმენტაციის წარმოება, პირველი და მეორე სემესტრის დასაწყისში სააღმზრდელო პროგრამების შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ზრუნვა საკლასო ოთახში მყუდრო ესთეტიკური გარემოს შესაქმნელად; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ორგანიზება; მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის უხეშად დარღვევის, შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობები, ასევე მკვეთრი აკადემიური ჩამორჩენისა და მისი გამომწვევის მიზეზების შესახებ დამრიგებელი ვალდებულია დროულად ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია; დამრიგებელი ვალდებულია დაიცვას მოსწავლის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები; დამრიგებელი საგნების მასწავლებლებთან ერთად სპეციალური დებულებების შესაბამისად პირველი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს ახდენს მოსწავლეთა შეფასებას. გააცნოს მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები( სკოლის შინაგანა წესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვა. რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური, და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე: ა) პიროვნული და მორალური განვითარება; ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება; გ) ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; დ) უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია; ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება; ვ) თვალსაწიერის გაფართოება; დაწყებით კლასებში კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით: ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრება გ) ანალიზის უნარის განვითარება დ) მსჯელობის უნარის განვითარება ე) პრეზენტაციის უნარის განვითარება ვ) შემოქმედებითი უნარის განვითარება და სხვა. კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში; იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში; თვეში ერთხელ მიეწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი. საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
5-12 კლასებისთვის სასწავლო წლის ბოლოს სადამრიგებლო კლასის თითეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწეროს თითეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები, როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: სრულფასოვანი აღზრდა- სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება- დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესი. თანამშრომლობის პრინციპი- დამრიგებლის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.დამრიგებელიმოიაზრებამოსწავლისმრჩევლად,რომელიცეხმარებამასსკოლაშიუკეთმოღვაწეობაშიდასაკუთარი მიდრეკილებებისგამომჟღავნებაში. ეხმარებამომავალიპროფესიისარჩევაში,კონფლიქტებისმშვიდობიანადმოგვარებასადაორგანიზაციულისაკითხებისგადაჭრაში.

მუხლი4. კლასისდამრიგებლისდებულებაშიცვლილებებისშეტანა: კლასისდამრიგებლისდებულებაშიცვლილებისშეტანისაუცილებელობისშემთხვევაშიცვლილებებისპროექტიგანიხილებაპედაგოგიურისაბჭოსსხდომაზე;

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge