შემოქმედება
კატეგორია - შემოქმედება
თბილისის პირველობა 2018
კატეგორია - შემოქმედება
როგორც გახსოვთ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაცხადეთ ნახატების კონკურსი კბილის თემაზე .შემოვიდა უამრავი ნამუშევარი.არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, თუმცა გამარჯვებული მაინც შევარჩიეთ . ერთის მაგივრად გვყავს ოთხი გამარჯვებული , ესენი არიან : გიორგი კურცხალია , ბარბარე ნიკოლეიშვილი , ლუკა გულიაშვილი და ლიზი ჭაუჭიძე !!! გილოცავთ ბავშვებო და გელოდებით აქვა დენტში საჩუქრების მისაღებად :)
კატეგორია - შემოქმედება
მარიკუნას ჰიმნი
თანამედროვე ჰიმნოგრაფიის ეს გასაოცარი ნიმუში სულ რამდენინე დღის წინ შეიქმნა.
სკოლა „ოქროს აკვნის“ მეოთხეკლასელის მიერ (რაც კიდევ უფრო გასაოცარია), პირდაპირ კლასში, დამოუკიდებელი მუშაობის დროს. ** მარიამ ბოკუჩავამ მოსწავლეთათვის შეთავაზებულ ხუთ თავისუფალ ესეთაგან ამოარჩია ყველაზე რთული - „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა“ და რატომღაც გადაწყვიტა ლექსის შექმნა, ესეს ნაცვლად. თუ რა გამოუვიდა, თავად დააჭაშნიკეთ. ერთიცაა, როცა გაკვირვებულმა პედაგოგმა ჰკითხა, ასეთი სიტყვები როგორ მოიფიქრეო, ამ საინტერესო და არაორდინალურად მოაზროვნე გოგონასაგან პასუხად მიიღო: სახლში ლოცვებს ვუსმენ და ასეთი სიტყვები იქიდან დამამახსოვრდაო... „შური არს მწუხარებაი, სხვისა კეთილსა ზედა...“ შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს მწუხარებაი ღვთისა -ოქროსა ჩვენსა. კაცმა ჰპოს გზაი კეთილი და მისი მიმართულებაი. გიხაროდენ სხვისი სიხარული და არ დაიბოღმო, რადგან შენ არ ჰგაქვს ეს სიხარული და იმწუხრები. შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს ცოდვაი კაცისაი და კაცობრიობისა ჩვენისა. არა გაკონტროლოს ბოროტმა და მოგცეს შური, არამედ სთქვი: „არ მაკონტროლოს ბოროტმა, არამედ მე ვაკონტროლო ის და არა შევისმინო სიტყვები ეშმაკისა მაცდუნებლისაი! „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა...
კატეგორია - შემოქმედება
მოულოდნელობების კვირეული?! :) თუ რა შეიძლება ვუწოდო კიდევ ერთ საოცარ სიხარულს. ჩემმა ორმა კუდრაჭა მეექვსე კლასელმა Mariam Tabatadze Mariam Shermadini„დაუვალებელი“ დავალება წარმომიდგინა გაკვეთილზე - პროექტი, რომელიც თავად მოიფიქრეს და თავადვე განახორციელეს, რამაც გაოცებისგან დამამუნჯა! (ეს ჩემი ის საქმიანობაა, რაც მათ არ ეხებათ და , წესით, არც უნდა დაინტერესებულიყვნენ) მიყვარხართ, ჩემო პატარა დიდებო!
კატეგორია - შემოქმედება
სკოლა " ოქროს აკვნის" ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მარინა გოგოლაშვილის თარგმანები შეტანილია საერთაშორისო თარგმანების ანთოლოგიაში, ვულოცავთ ქალბატონ მარინას და ვუსურვებთ მრავალ შემოქმედებით წარმატებას
კატეგორია - შემოქმედება
ბიოლოგიის სახელმწიფო შეფასების ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი მადლობის სიგელით აჯილდოებს სკოლა " ოქროს აკვანს"
კატეგორია - შემოქმედება
სკოლის საამაყო პედაგოგი  ბატონი: გია კვაშილავა
კემბრიჯში (ინგლისი), ათენში (საბერძნეთი), ჰარვარდსა (ბოსტონი, აშშ) და ჰონგ-კონგში (ჩინეთი) დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში სამეცნიერო მოხსენების საჯაროდ წარსადგენად მიწვეული არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი გია კვაშილავა. მისი მოხსენება უკავშირდება ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისის A კლასის ხაზოვან წარწერების საერთო-ქართველურ ენაზე გაშიფრვას. ამდენად, გ. კვაშილავას დეშიფრირების ერთ-ერთი ზოგადი შედეგია ის, რომ პირველი ქართველური მარცვლოვანი დამწერლობა შეიქმნა 4 000 წლის წინ.
კატეგორია - შემოქმედება
მადლობის სიგელი კინგსისგან
კატეგორია - შემოქმედება
კიდევაც დაიზრდებიან...
ლუკა გრძელიშვილი,
VI კლასის მოსწავლე
მე მახსოვს აფხაზეთი -

მამაჩემის ტკივილი! I აფხაზეთის ომში რომ გაიწვიეს, მამა 21 წლის იყო. არ ვიცი, ეს 21 წელი დიდს უნდა ნიშნავდეს, თუ პატარას, მაგრამ მე პატარად მიმაჩნია. თუმცა ისიც ვიცი, რომ ძველად 21 საკმაოდ დიდს ნიშნავდა და , ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო, ბავშვებს ლამის სიარულთან ერთად ასწავლიდნენ იარაღის ჭერას. საბედნიეროდ, მამამ იცოდა იარაღის გამოყენება. მეტიც, ის შტაბის უფროსად დანიშნეს, რადგან არა მარტო ფიზიკურად იყო ყველაზე ძლიერი, არამედ ასაკითაც დანარჩენებზე უფროსი აღმოჩნდა. შტაბში ისეთი ბიჭებიც იყვნენ, რომელთაც იარაღი საერთოდ არ სჭერიათ ხელში. იქ კი იარაღები ინახებოდა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მებრძოლებს უნდა გამოეყენებინათ . ერთხელაც, მამა უყურებს, როგორ მიადგა ერთი ბიჭი ამ იარაღებს და თოფებს გარეთ ყრის. ეს იარაღები სულ ახალთ ახალი იყო, ბიჭი კი თურმე იმიტომ ყრიდა, რომ ნახვრეტის გამო, მოშლილი ეგონა. მამა ამიხსნა, ეს ნახვრეტი რომ არ ჰქონდეს, იარაღი ვერ გაისვრის, რადგან ტყვიები სწორედ აქ თავსდება და როცა იარაღს გადატენი, მასა, წნევა ამ ნახვრეტიდან აგდებს და ტყვია იტყორცნება. რაც ყველაზე მთავარია, მამას მხოლოდ ხუთი დღე ჰქონდა, რომ ამ ბავშვებისთვის რაიმე ესწავლებინა სამხედრო საქმეში და, როგორც თვითონ ამბობს, ურიგოდ არ გაართვა თავი. II გაჩაღებული ომის დროს მამაჩემმა და მისმა ოცეულმა ერთ დიდ სახლს შეაფარეს თავი. ამ სახლში მამა-შვილი, ხვიჩა და მარიამი , ცხოვრობდნენ, რომელსაც დედა მოუკლა მტრის ხელით გასროლილმა უმისამართო ტყვიამ. ერთ ღამესაც, როცა ოცეული შეინიღბა და მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად გავიდა, მძინარე მამას გოგონა მოსტაცეს „მარადიორებმა“ იმ მიზნით, რომ დიდ გამოსასყიდს მიიღებდნენ. მამას ოცეულმა მოახერხა ბავშვის პოვნა: რადგანაც სოფელს ორი ტყე ერტყა, ოცეული ათეულებად დაიყო და ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ერთ-ერთი ათეულიდან მოულოდნელად ხუთეულიც დაიკარგა. თუმცა ძალიან გაუძნელდათ, მაგრამ მოახერხეს და გოგონაც იპოვეს და თანამებრძოლებიც, ისინი დაუნდობლად ნაცემები მიებათ ხეებზე. მამას ძალიან ვეხვეწები, დაწვრილებით მომიყევი, პოვნა როგორ მოახერხეთ-მეთქი, მაგრამ სულ ასე მპასუხობს, ვერ გეტყვი, შვილო, ეს სამხედრო საიდუმლოებააო. III ერთხელ თავად მამაც დაკარგულა. ბინდდებოდა, ბატალიონი გადაადგილდებოდა. ძალიან მოსწყურდა მამას წყალი და შემხვედრ წყაროსთან რომ შეჩერდა, ბატალიონს ჩამორჩა და გზა ვეღარ გაიგნო. ორი დღის სიარულის შემდეგ, შტაბს კი მიაგნო, რომელიც თავიდან ქართველი მებრძოლების ეგონა, მაგრამ შიგნით შესული მიხვდა, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა... ამის შემდეგ ვეღარ ვუსმენ ხოლმე, რადგანაც ყოველთვის ტირილს ვიწყებ და ოთახიდან გავრბივარ. ვიცი მხოლოდ ის, რომ თავისი მოხერხებითა და ვაჟკაცობით გამოაღწია იქიდან და საკუთარ შტაბს დაუბრუნდა.
კატეგორია - შემოქმედება
ნიკა გაბუნია
თუნდაც... (დასასრული)

მოსაღამოვდა. მან ისევ აანთო ცეცხლი, სკამზე ჩამოჯდა და ფიქრმა წაიღო: -როგორი საინტერესოა?! ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, ცეცხლი კი ეშმაკის სიმბოლო. არადა, საშინელი რამეა ადამიანი. დაგიმეგობრდება, დაგელოდება, სანამ მიტრილადები და გულში დანას ჩაგარჭობს, ცეცხლი კი თუ გწვავს - გწვავს. მან არ იცის თვალთმაქცობა. მეტიც, ზოგჯერ მასთან საუბარი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ადამიანთან. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და ეშმაკის სიმბოლოზე უფრო საშიშია... დილით გამოიღვიძა. იმავე ადგილას, იმავენაირად მიაპყრო თვალები ჯვარს და ზეპირად წარმოთქვა ლოცვა, მაგრამ კაკუნმა შეაწყვეტინა. მან თოფს წამოავლო ხელი და კარი შიშით გამოაღო. მის წინ იდგა დიდი ხნის უნახავი თანასოფლელი, მეგობარი-პროდუქტებითა და ამბებით დატვირთული. მოხუცი სტუმარს ჩაეხუტა და ახლში შემოიპატიჟა: -როგორ ცხოვრობ, ჰა, შე ბებერო? -როგორ უნდა ვიყო ცარის იმედზე? -ვინ ცარის?... არ იცი?!.. -რა?.. რა არ ვიცი?.. რა იყო? -დახვრიტეს ის სენი ცარი, ოჯახიანად! -რას ამბობ?...და ვინ? -კომუნისტები მოვიდნენ. ახლა ილიჩია ჩვენი „მზე“. -და რა უნდათ? -ყველა უნდა იყოს თანასწორიო, არ უნდა იყოს მდიდარი და ღარიბიო,- თითებზე ჩამოთვალა.- და კიდევ, თქვენით მანიპულირებდნენო...მოკლედ, ღმერთი არ არსებობსო. მოხუცა ამის მეტი არ მოუსმენია. ბევრი კითხვა დაებადა, მაგრამ ერთი მოსაზრება განუმტკიცდა, რომელიც მთელი სიცოცხლე აწუხებდა - „ადამიანი ღმერთის შექმნილი არ არის...“ ტყუილად სთხოვდა, ტყუილად ლაპარაკობდა, ტყუილად უხდიდა მადლობას იმას, ვინც მისას არაფერს წყვეტდა და შეიძლება არც არსებობდა ( როგორც ეს მელოტმა და წვერა „მზემ“ - ლენინმა თქვა)... მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ის ამის გაგონებამდე მოკვდებოდა...თუნდაც...

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge