ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
სკოლა ,,ოქროს აკვანში" განხორციელდა მაშტაბური პროექტი. პროექტის თემა: ,,არა ძალადობას " პროექტის მიზანი:სკოლის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პროექტში ჩართული იყო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები: ● ინფორმაციის მოძიება ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ● ფილმები ნახვა და განხილვა ● უფროსკლასელთა ინფორმაციული შეხვედრები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე. ●დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მიერ აღქმული ინფორმაციის წარმოდგენა ნახატების სახით. ●ფლაერების დამზადება. ●პოსტერების დამზადება ●ინტერვიუ პედაგოგებთან. ●ფოტოგადაღება. ●მასშრაბური პრეზენტაცია /შეჯამება პროექტის ორგანიზატორი პედაგოგი: ხათუნა გოგიჩაიშვილი ტექნიკური მომსახურე ჯგუფი: ფიქრია მარტაშვილი, ლუკა გაგუა, ლუკა უღრელიძე.
კატეგორია - ღონისძიებები
R.J Palacio-wonder
კატეგორია - ღონისძიებები
მსოფლიო დროშების პრეზენტაცია 1 ნაწილი გრანდიოზული ღონისძიება და ემოციებით დატვირთული აქტივობები. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, შრომა, რომელიც უთქმელადაც დაფასებულია. სკოლა,, ოქროს აკვანში " ნამდვილად იზრდება პატრიოტი და ტოლერანტი თაობა, რასაც დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს. ღონისძიების ლოკაცია : ● ძამას ხეობა, მზოვრეთის მამათა მონასტერი ●გორის ციხე. მონაწილე ჯგუფები: 10 (1), 10 (2), და 11 კლასები ორგანიზატორი ინგლისური ენის პედაგოგი: ხათუნა ხარაზიშვილი. გეოგრაფი: მირანდა ფორჩხიძე
კატეგორია - ღონისძიებები
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1995 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკურობის, რელიგიის ადამიანები ერთმანეთს ხმამაღლა ვახსენებთ ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის, ლოიალურობისა და ურთიერთსიყვარულის იმ უზენაეს პრინციპს, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. აქტივობის მთავარი მონაწილე ჯგუფი: 10კლასი. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია /დისკუსია მე_11_ე და მე_8_ე კლასებთან. მოსწავლეები აქტიურად იყო ჩართული მსჯელობაში და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ტოლერანტობასთან დაკავშკრებით. დაარიგეს ფლაერები და სამაჯურები, რაც მიგვანიშნებდა ტოლერანტობის მახასიათებელ ნიშნებზე. წარმოადგინეს საინტეტესო და მრავლისმომცველი პოსტეტები. მადლობა და ბევრი წარმატებები ბავშვებო. თქვენ ნამდვილად ბევრი შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ დღევნდელი დღე შემდგარიყო
კატეგორია - ღონისძიებები
გაეროს დღისადმი მიძღვნილი აქტივობები 1) ჩატარდა გაკვეთილი სალექციო კურსით, სადაც მოსწავლეები გაეცნენ გაერთიანებული ერების ორგანოზაციის მიზნებსა და გაეროს ოჯახს. _ კლასი 10 (2) 2) მოსწავლეებმა თავად წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და სლაიდები. გვაჩვენს სხვადასხვა კუთხით ორგანოზაციის როლი. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს გაერო საქართველოს ურთიერთობის შესახებ. _ კლასი 10 (1) ორგანიზატორი: გეოგრაფიის პედაგოგი მირანდა ფორჩხიძე
კატეგორია - ღონისძიებები
16 ოქტომბერი "სურსათის საერთაშორისო დღე" ლამაზები, სიმპატიურები, ჯანსაღი, ჭკვიანი და გონიერი თაობა. ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და სხვადასხვა ელემენტებით გაჯერებულ პროდუქტებს იყენებენ სურსათის საერთაშორისო დღის " აღსანიშნავად კერძო სკოლა “ოქროს აკვანში“ დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები: სლაიდების და პრეზენტაციების წარდგენისას ისაუბრეს ჯანსაღი კვების შესახებ,. გეოგრაფიის პედაგოგის მირანდა ფორჩხიძის ხელმძღვანელობით დაამზადეს ფლაერები "ჯანსაღი საკვები": ხილი და ბოსტნეული, და მსოფლიოს “სამომხმარებლო კალათაში „ შემავალი პროდუქტების პლაკატი. ქიმიის პედაგოგის ლელა ქობულიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები „ქიმიური ელემენტებით სავსე კალათა’, „მცენარის პორტრეტი ქიმიკოსის ფუნჯით“ და სხვა ასევე ჩატარდა ცდა, „შაქრის აღმოჩენა“ ხელოვნების პედაგოგის ნინო ქუთათელაძის დახმარებით პატარებმა შექმნეს თემატური ნახატები,
კატეგორია - ღონისძიებები
გეოგრაფია/პარასკევი მომავლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგები განგაშს ტეხენ, რადგანაც ზოგადად მთელ მსოფლიოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ინდუსტრიალური ეპოქის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე 1,5–2-ჯერ გაიზარდა, რაც ე.წ. სითბური გაზების მომატებას, ყინულების დნობასა და წყლის დონის მომატებას იწვევს. 2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ – #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია. სკოლა “ოქროს აკვანი“ გეოგრაფიის მასწავლებლის მირანდა ფორჩხიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობებით უერთდება ამ აქციას. „ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო როცა გრეტა შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. 2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა, 2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში. გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge